
სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის ვიდეო-რეცეპტები განსაკუთრებით პოპულარულია. მათი საუბარი გურიასა და ძველ ტრადიციებზე, მოგონებებზე, წარსულის სხვადასხვა ამბავზე, ადამიანებს ნოსტალგიურ განწყობას უქმნის და ვიდეოები უამრავ თბილ კომენტარსა და შეფასებას აგროვებს.
რას საქმიანობდა ის იქამდე, ვიდრე პოპულარულ ვიდეოებში ვნახავდით და საიდან დაიწყო მისი კულინარიისადმი სიყვარული, ამის შესახებ მან Mshoblebi.ge-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.
“მინდა გითხრათ, რომ რასაც ზურა გეგმავს, ყველაფერი დიდი წარმატებით გამოსდის. ამიტომ, ვიცოდი, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი გამოხმაურება ექნებოდა. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ამხელა გამოხმაურებას მაინც არ ველოდი. უამრავი ადამიანი სითბოს გვიზიარებს, დადებით კომენტარებს გვწერს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემი დაკვირვებით, ამას ერთი ახსნა აქვს: ის, რაც გულწრფელობით, სიყვარულით, მოგონებებით კეთდება, საკუთარ ადგილს ადვილად პოულობს. უამრავი ემიგრანტი გვეხმაურება და დადებით კომენტარებს გვწერს”,- ამბობდა ნინო კვაჭანტირაძე.
ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
მანამდე კი, გიზიარებთ ნინო კვაჭანტირაძის ტომატის საწებლის პოპულარულ რეცეპტს:
ტომატის საწებელი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტით
აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია:
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს.
რომ გაგრილდება, დავაბლენდერებთ, დაvუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი)
რეცეპტის სრულად სანახავად გადადით ბმულზე