
იტალიაში პოპულარული თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, ქვეყნის წამყვანი ჟურნალის, Grazia Italia-ს გარეკანზე მოხვდა და ყურადღება მიიპყრო საინტერესო განცხადებებით.
მსახიობმა, რომელიც საკუთარ სამსახიობო მიზნებსა და დედისადმი ერთგულებაზე ისაუბრა, მისი ყველაზე დიდი ოცნებებიდან ერთ-ერთიც გაამხილა.
ინტერვიუდან ამონარიდები:
კითხვა: ათენში, ცხოვრებისეულ არჩევანში და კარიერაში ვინ იყო თქვენთვის ყველაზე დიდი შთამაგონებელი?
ჰანდე ერჩელი: დედაჩემი ყოველთვის ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. ახლაც კი ვიცი, რომ ზეციდან მიყურებს და ვგრძნობ, რომ ის მიბიძგებს და მიგზავნის პასუხებს, რომლებიც მჭირდება.
კითხვა: ცნობილობა დიდ წნეხთან არის დაკავშირებული. როგორ პოულობთ ბალანსს პოპულარულ ჰანდესა და პირად ცხოვრებაში მყოფ ჰანდეს შორის?
ჰანდე ერჩელი: დიდებას წნეხის ნაცვლად, პასუხისმგებლობად მივიჩნევ. ძალას მაძლევს ის, რომ ადამიანების ცხოვრებას ვეხები და შთაგონებას ვუზიარებ მათ. კონკრეტულ მომენტებს მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის ვინახავ. ამ პირადი სივრცის დაცვით ვახერხებ ბალანსის შენარჩუნებას.
კითხვა: გაქვთ თუ არა ოცნება, რომელიც ჯერ არ აგისრულებიათ?
ჰანდე ერჩელი: მსახიობური კუთხით, ვოცნებობ, მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო პროექტში, სადაც ნამდვილად შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის გადალახვას. პირად დონეზე კი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გამოფენის მოწყობა.
კითხვა: ისევ ხატავთ?
ჰანდე ერჩელი: დიახ. ცოტა ხნის წინ გავხსენი სტუდია და ამჟამად ჩემი პირადი გამოფენისთვის ვემზადები.