საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები - bbcnews.ge
საზოგადოება

საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები

ილია თოფურია, როგორც წარმატებული ქართველი სპორტსმენი, ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო, როცა ის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი! მას შემდეგ ილიას, მისი კარიერისა თუ ცხოვრების მიმართ ინტერესი გაორმაგდა. 

მალევე გახდა ცნობილი ქართველი ბრძოლის ბავშვობის, მშობლების, სპორტსმენი ძმისა და უმშვენიერესი დების შესახებ. მისი დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას მონათხრობის მიხედვით, ქართველმა მწერალმა გიორგი კეკელიძემ წიგნი, “დედა და ილია” გამოსცა. ეს არის ბიოგრაფიული წიგნი, სადაც აღწერილია გზა აფხაზეთიდან ალიკანტემდე ყველა თავისი სირთულითა და წარმატებით. 

“დედაჩემი, ალბათ როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც სუპერგმირია. ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ და ყველაფერს აკეთებს შენთვის. მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია. მნიშვნელოვანია, თუ ჩემი განვლილი გზა, თუნდაც ერთ მკითხველს მისცემს მოტივაციას. ეს წიგნი მკითხველს ეტყვის – არ შეგეშინდეს, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და სირთულეებისა, არ შეაჩერო წინსვლა, არ შეაჩერო საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება. ყველას შეუძლია საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს, მთავარია ამის სჯეროდეს,” – ვკითხულობთ წიგნში.

ილიას ოცნება მართლაც იქცა რეალობად – მან შექმნა კარიერა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. ამის მიღმა კი, ილია ორი შვილის ბედნიერი მამაა. 

ილია თოფურიას ბავშვობა და კარიერა

ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.

კითხვის გაგრძელება

Back to top button