ეკატერინე ხვედელიძის იშვიათი გამოჩენა: რა ღირს DIOR-ის პიჯაკი CHANEL-ის ჩანთა, რომელიც მან არჩევნებზე მოირგო - bbcnews.ge
საზოგადოება

ეკატერინე ხვედელიძის იშვიათი გამოჩენა: რა ღირს DIOR-ის პიჯაკი CHANEL-ის ჩანთა, რომელიც მან არჩევნებზე მოირგო

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე დღეს, 4 ოქტომბერს არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ხვედელიძე კამერების წინ გამოჩნდა. ამ დღისთვის მან ბურგუნდისფერი პიჯაკი და მსგავსი ტონის აქსესუარები მოირგო. 

ეკატერინე ხვედელიძის პიჯაკი DIOR-ს ეკუთვნის. მისი ღირებულება კი 3 900 ევროა. ჩანთა კი, რომელიც მან პიჯაკს შეუხამა, CHANEL-ის მოდის სახლიდანაა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 4 800 დოლარია. 


ეკატერინე ხვედელიძის პერსონა საზოგადოებისთვის მრავალი წელია, საინტერესო პერსონაა. ამ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს ფაქტი, რომ ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება, ასევე იშვიათად აკეთებს კომენტარებს და მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. 



Back to top button