“გავიგე დახეთქების ხმა, თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი” – თბილისში წუხელ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.”დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე დახეთქების ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ” – გვითხრა ადგილობრივმა.