
უკრაინის ქალაქ ოდესაში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაღუპულებს შორის არის ბავშვი.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონემ თითქმის ორ მეტრს მიაღწია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები წყალმა დაფარა, რამდენიმე ადგილას შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება.
ოდესის მერის თქმით, ქალაქში ექვსი კვირის ნალექი მოვიდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, წყალმა ახალგაზრდა გოგონა გაიტაცა, რომლის ცხედარიც გამთენიისას იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სულ 362 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
გაწმენდით სამუშაოებში 255 მაშველი და 68 ერთეული ტექნიკაა ჩართული.