თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

"ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 3 წლი­საა, 4 ვაჟკაცსს ზრდიდნენ" - რას ჰყვებიან ახლობლები მესტიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - bbcnews.ge
შემთხვევა

“ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 3 წლი­საა, 4 ვაჟკაცსს ზრდიდნენ” – რას ჰყვებიან ახლობლები მესტიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

წუ­ხელ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, გზი­დან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მზეო უმფრი­ა­ნი და ლე­ვა­ნი ან­სი­ა­ნი. წყვილს ოთხი შვი­ლი დარ­ჩათ.”და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, რა­ტომ ასე­თი მწა­რე ბე­დის­წე­რა? ოთხი პა­ტა­რა ბავ­შვი და­ობ­ლდა, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 3 წლი­საა. ტი­რის მთე­ლი მეს­ტია. წყალ­ში იყ­ვნენ გა­და­ვარ­დნი­ლი, ლე­ვა­ნი წუ­ხელ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს და მზეო ახ­ლა­ხან იპო­ვეს, ამო­იყ­ვა­ნეს ენ­გუ­რი­დან ” – ამ­ბო­ბენ და­ღუ­პუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ფაქ­ტმა შეძ­რა მთე­ლი მეს­ტია. ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით და ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან წყვილს, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარ­და.

“ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ლე­ვა­ნი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მისი მე­უღ­ლე მზეო უმფრი­ა­ნი, ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექთა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, ყვე­ლა გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა. 4 შვილს ზრდიდ­ნენ. 4 ვაჟ­კა­ცი ჰყავთ, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სამი წლის არის. მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი სო­ფელ ჭუ­ბე­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და უბე­დუ­რე­ბა, მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, მდი­ნა­რე ნენ­სკრი­სა და ენ­გუ­რის შე­სარ­თავ­თან. წყალ­ში იყ­ვნენ გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი, ლე­ვა­ნი წუ­ხელ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს, მზეო ახ­ლა­ხან იპო­ვეს, ამო­იყ­ვა­ნეს ენ­გუ­რი­დან. სა­ნუ­გე­შე­ბე­ლი სი­ტყვე­ბიც ძნე­ლია ამ დროს მო­ძებ­ნო ადა­მი­ან­მა. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯახს და სრუ­ლი­ად მეს­ტი­ას” – ამ­ბობს ჩვენ­თან ად­გი­ლობ­რი­ვი. განაგრძეთ კითხვა

Back to top button