თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერამ რუსთავში დააფიქსირა - bbcnews.ge
შემთხვევა

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერამ რუსთავში დააფიქსირა

რუსთავში, შარტავას გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერებულ “ჰიუნდაისა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილებს უკნიდან ძლიერად “ტოიოტას” მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 2 კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 2 პაციენტს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ვიდეო: “ინფო რუსთავი”

Back to top button