თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

,,ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება - bbcnews.ge
საზოგადოება

,,ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Back to top button