
თბილისში 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გარდაცვლილი ადამიანების ხელმოწერებით გაიცა. ბეჟანიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის დოკუმენტაციაში ფიგურირებს გარდაცვლილი მოქალაქეების ხელმოწერები, რაც აშკარად მიანიშნებს დოკუმენტების გაყალბებაზე და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.
კომპლექსს აშენებს თბილისის მერის გარემოცვის წევრი ავთანდილ თევზაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო სამტრედიაში. მანამდე ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად საქმიანობდა.
ახალი კორპუსი ავარიულ შენობებთან ახლოს შენდება, სადაც ასზე მეტი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, მასშტაბური სამუშაოების გამო მათი სახლებზე ყოველდღიურად ბზარები ჩნდება.
პრობლემებს ადგილზე გაეცნო ორი ოპოზიციური პარტიის საერთო მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
წყარო: ტვპირველი