
“ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, უი, როგორ მოგიმატებია წონაშიო…”
ანი გიუნტერი”რუსთავი 2″-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. ანის პირველი მეუღლე კახა არაბიძე იყო. წყვილს ორი შვილი, მაშიკო და ლაზარე ჰყავს. გიუნტერი ქმართან დაშორების შემდეგ დიდხანს იყო დეპრესიაში.
ანი ახლა 41 წლისაა, წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად კი გრძელი გზა გაიარა. პირველი ჰონორარი 8 წლის ასაკში აიღო: რკინიგზელთა სახლში კონცერტი ჩატარდა, სადაც გიტარისტთან ერთად, ვიოლინოზე უკრავდა. კონცერტის დასრულების შემდეგ, მეგობრებმა სიმბოლურად, 2 დოლარი აჩუქეს, რომლითაც თმის სამაგრი შეიძინა. მაშინ რთული პერიოდი იყო, ხალხს ფული არ ჰქონდა და თეატრში, კინოში თუ კონცერტზე წასვლა ფუფუნების ტოლფასი გახლდათ. პირველი კურსიდან ანი დამოუკიდებელი ადამიანი გახდა. იმავე პერიოდში ვატო მაჭავარიანის ორკესტრში მიიწვიეს და იქ უკრავდა. პარალელურად, გერმანელ მოსწავლეებს ქართულს ასწავლიდა.
ამჯერად აი გიუნტერი ჟურნალ “სარკესთან” საკუთარი გარეგნობის და ბულინგის შესახებ საუბრობს.
ანი გიუნტერის ინტერვიუ
“ჰარმონიულად კი ვიყავი ჩემს წონასთან, მაგრამ როცა ერთ დღეს ვერც ერთ ჩემს სამოსში ვერ ჩავეტიე, მივხვდი, რომ განგაშის ზარები უნდა ჩამერთო. ელასტიკი მუხლს ზემოთ რომ არ ამომივიდა, იქ უკვე ჩემი ჰარმონია დაირღვა. სასწორზე რომ დავდექი, მართლა თავზარი დამეცა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პანიკაში მაინც არ ჩავვარდნილვარ, მივმართე ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. უბრალოდ, ჩემი მინუსია, რომ ბოლომდე ვერასდროს მივიყვანე შედგენილი პროგრამა.
ღმერთმა დამინდო და სასწორზე 90 კილო არ დაიწერა. როცა ავიწონე და შოკი მივიღე, 89,9 ეწერა. არადა, ადრე 80 თუ დაიწერებოდა, მაშინვე მკაცრ დიეტაზე გადავდიოდი…
ყველაფერ ამას ერთოდა საზოგადოების მხრიდან პირდაპირი ბულინგი. ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, უი, როგორ მოგიმატებია წონაშიო. მაღაზიაშიც კი, როცა შევდიოდი, მეუბნებოდნენ, თქვენი ზომა არ არისო…
რას უკავშირებთ წონის გაქცევას? არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ეკრანზე აღარ ხართ და ამოვარდით კალაპოტიდან?
ამ ყველაფერს ვუკავშირებ ძალიან დიდ სტრესს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ჩემს ცხოვრებაში და ამაზე საუბარი არ მინდა.
ჩემს ცხოვრებაში სტრესი მუდმივ ხასიათს ატარებს. ეს დაკავშირებულია ოჯახურ პრობლემებთან და სულ ბრძოლაში ვარ…
ძალიან ბევრი იმედგაცრუება მივიღე ადამიანებისგან, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში. 42 წლის განმავლობაში არ მიმიღია იმდენი იმედგაცრუება და ღალატი, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში. ეს იყო ადამიანების ჯგუფი, რომელთა სიყვარულსა და ერთგულებაში დარწმუნებული ვიყავი, ამიტომ მათგან იმედგაცრუება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა…“