თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

ზურაბ ბურდულმა ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა აღიარა: "წუხს იმის გამო, რაც მოხდა... მე შევთავაზე, რომ სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენოს" - bbcnews.ge
სამართალი

ზურაბ ბურდულმა ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა აღიარა: “წუხს იმის გამო, რაც მოხდა… მე შევთავაზე, რომ სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენოს”

ხვალ სა­სა­მარ­თლო­ში მი­იყ­ვა­ნენ ყო­ფი­ლი ცო­ლის წა­მე­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ ზუ­რაბ ბურ­დულს და მო­სა­მარ­თლე იმ­სჯე­ლებს მის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ამ მო­თხოვ­ნით უკვე მი­მარ­თა და მის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 25 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ზუ­რაბ ბურ­დულ­მა ყო­ფილ ცოლს, თა­თია ლო­მი­ნა­ძეს და­ნით ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დი­სა და ყე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა და ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა, ასე წა­უ­კი­და ცე­ცხლი.რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და. მისი დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა სცა­დეს და ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, თუმ­ცა ქალ­მა უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და ახლა ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს ებ­რძვის.

“პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უმ­ძი­მე­სი. სხე­უ­ლის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი რო­გორც თერ­მუ­ლი აგენ­ტით, ასე­ვე ქი­მი­უ­რი აგენ­ტით. 40-45% არის დამ­წვრო­ბა, ამას ემა­ტე­ბა თერ­მო-ინ­ჰა­ლა­ცი­უ­რი, ანუ სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. პროგ­ნო­ზებ­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია. ჩვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ ეს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი ამ მძი­მე ტრავ­მი­დან გა­მო­ვი­დეს. ბას­რი საგ­ნით ჭრი­ლო­ბა აქვს გულ­მკერ­დის არე­ში, თუმ­ცა გულ­მკერ­დის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი არაა” – ამ­ბობს დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა იაშ­ვი­ლი.

თა­ვად ბურ­დუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის იმა­ვე უბან­ში მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას აფა­რებ­და თავს. საქ­მე­ში უკვე ჩა­ერ­თო ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩვე­ნე­ბა ად­ვო­კა­ტის დას­წრე­ბის გა­რე­შე უკვე მის­ცა, სა­დაც ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ის ხვალ სა­სა­მარ­თლო­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს.

“ამ საქ­მე­ში ჩა­ვერ­თე ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში. მომ­მარ­თა ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ და მთხო­ვა და­მეც­ვა მისი შვი­ლი. რო­გორც ვიცი, მა­ნამ­დე ზუ­რაბ ბურ­დულს არა­ვინ ჰყო­ლია ად­ვო­კა­ტი. ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­რა­ფერს ვერ იტყვის, ჩვე­ნე­ბა მის­ცა მან გა­მო­ძი­ე­ბას საქ­მე­ში ჩემს ჩარ­თვამ­დე და მე უკვე გად­მო­მე­ცა ეს მა­სა­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, იმ ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ დე­ტა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბას ჯერ არ გავ­ცნო­ბი­ვარ. ხვალ იქ­ნე­ბა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა და იქ და­ა­ფიქ­სი­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის პო­ზი­ცი­ას. მერე შევ­ჯერ­დე­ბით” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი და ჩვენს კი­თხვას, მან აღი­ა­რა თუ არა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ასე პა­სუ­ხობს: “მისი ჩვე­ნე­ბა ვნა­ხე, აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე აქვს მი­ცე­მუ­ლი ეს ჩვე­ნე­ბა”.

– ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, ის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს? მო­ტივ­ზე რას იტყვით?

– რო­გორც ვიცი, თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობ­და ამ დე­ტა­ლებს. მო­ტივ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, დე­ტა­ლუ­რად ვერ მო­ვა­ხერ­ხე მე ჯერ­ჯე­რო­ბით მას­თან დიდ­ხანს ყოფ­ნა, რად­გან ცოტა ხნით შევ­ხვდი. სხვა­გა­ნაც მქონ­და ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის საქ­მე და იქაც მეჩ­ქა­რე­ბო­და. არ და­გი­მა­ლავთ და იმას გე­ტყვით, რომ ჩვენ ხვალ სა­სა­მარ­თლო­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მა­ინც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, ეს არ არის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და ბრა­ლის აღი­ა­რე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე ავუხ­სე­ნი ბრალ­დე­ბულს, რაც არ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ სა­სა­მარ­თლოს, მა­ინც პა­ტიმ­რო­ბას შე­გი­ფარ­დე­ბენ მეთ­ქი. მე შევ­თა­ვა­ზე მას, რომ ხვალ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს. ამ ეტაპ­ზე ჯო­ბია დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, თუმ­ცა ჯობ­და თა­ვი­დან­ვე ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლი­ყო და არ მი­ე­ცა ის ჩვე­ნე­ბა, რაც მის­ცა. მა­ში­ნაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ად­ვო­კა­ტი ჰყო­ლო­და, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, არ ჰყავ­და. რა­ტომ არ ჰყავ­და, არ ვიცი მე დღეს დე­და­მი­სი და­მი­კავ­შირ­და და მთხო­ვა საქ­მე­ში ჩარ­თვა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა აქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ცე­მუ­ლი, დევს საქ­მე­ში ეს ფურ­ცე­ლი, იქი­დან რას აღი­ა­რებს და რას არა, ამა­ზე მე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან არ შევ­თან­ხმე­ბულ­ვარ ბრალ­დე­ბულ­თან. ძა­ლი­ან წუხს იმის გამო, რაც მოხ­და. არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ, რად­გან მას­თან არ ვარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

– ამ­ბო­ბენ, რომ ბავ­შვის ნახ­ვის გამო ჰქონ­დათ მათ კონ­ფლიქ­ტი, ამას ადას­ტუ­რებთ?

– რო­გორც ვიცი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დე­და­საც აქვს ნათ­ქვა­მი და­კი­თხვის დროს, რომ შვი­ლის ნახ­ვა­ზე არ ჰქონ­დათ პრობ­ლე­მა. მე მას­თან ამ თე­მა­ზე ჯერ არ მი­სა­უბ­რია. ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას და­ვეს­წა­რი მხო­ლოდ. ზუს­ტად 15 წუ­თით ვი­ყა­ვი, მერე ცოტა ხანი კი ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ ბავ­შვის თემა სა­ერ­თოდ არ უთ­ქვამს. მო­ტივ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამ ეტაპ­ზე, სა­ნამ დე­ტა­ლუ­რად არ გა­ვივ­ლი ბრალ­დე­ბულ­თან, ვერ ვი­სა­უბ­რებ.

– რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბურ­დუ­ლის მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი იყო შემ­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, ამას ადას­ტუ­რებთ?

– გა­მო­ძი­ე­ბა თვი­თონ ამ­ბობს რომ გა­მო­ცე­მუ­ლი იყო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მე ვერც ამა­ზე გაგ­ცემთ პა­სუხს.

– ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვია, გვი­დას­ტუ­რებთ?

– ნა­სა­მარ­თლე­ვია, ზუს­ტად არ ვიცი, რად­გან ჯერ დე­ტა­ლუ­რად ამ მა­სა­ლებს არ ვიც­ნობ.

Back to top button