
ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“რუსთავი 2”-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით საბა კოდუა დააკავეს.
“საქართველოს კანონდებლობა არასრულწლოვანის უფლებებს ძალიან მკაცრად იცავს. სულ რომ დანაშაული ჩაიდინოს 18 წლამდე პირმა, არავის აქვს უფლება მისი ვინაობა გათქვას. უფრო მეტიც, საქართველოს კანონდებლობის მიხედვით არასრულწლოვანის პროცესები იხურება.
1. დაწერეს ტყუილი.
2. სიტყვა სავარაუდოდ არ დაწერეს.
3. მიუხედავად იმისა რომ მარიამმა უარყო ამბავი ნიუსი არ აიღეს.
რა თქმა უნდა სასამართლოში შევხვდებით და ძალიან მძიმე პოლიტიკური დაპირისიპირების მიუხედავად, იმედი მაქვს , სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს და ეს სახელწმიფო პოლიტიკური ოპონენტის არასრულწლოვანი შვილის უფლებებსაც დაიცავს.
ბაკურ ბაკურაძე გგონია შენ არ შეგეხება ეს ამბავი? ამორალური ფსკერი ხარ!
პ.ს. ეს არ იყო პროპაგანდის დავალება. არც იმედს ედო ნიუსი და არც პოსტ. ეს იყო თქვენი ნაბო**ობა და ამის პასუხს მიიღებთ!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.