
2025 წლის 24 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბრალდების მხარემ პირველად დაასახელა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, როგორც ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის სქემაში ერთ-ერთი ძირითადი მოქმედი პირი. დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა ჩვენებისას განაცხადა, რომ ფარცხალაძეს, თავის მხრივ, 2013 წელს მოსკოვში მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ (ასლან უსოიანი) შვილიშვილმა ირაკლი უსოიანმა დაუკვეთა მკვლელობა.
გოგიაშვილმა ამ ინფორმაციის წყაროდ “ოპერატიული ინფორმაცია“ დაასახელა, რის გამოც დაცვის მხარის ადვოკატები ჩვენებას არასარწმუნოდ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება ნათელს ჰფენს კავშირებს პოლიტიკურად გავლენიან პირებს, მსხვილ ბიზნესსა და უმაღლესი რანგის კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. კითხვის გაგრძელება