თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

"ეს არის ჯოჯოხეთი, რაც აქ მოაწყეს..." - რა კადრებს ავრცელებს ლევან კალანდაძე სოფელ ხემაღალიდან - bbcnews.ge
საზოგადოება

“ეს არის ჯოჯოხეთი, რაც აქ მოაწყეს…” – რა კადრებს ავრცელებს ლევან კალანდაძე სოფელ ხემაღალიდან

ხარაგაული, სოფელი ხემაღალი, 23 სექტემბერი 2025 წელი – ვიდეოს სოციალურ ქსელში ლევან კალანდაძე აქვეყნებს.

„ეს არის ჯოჯოხეთი, რაც აქ მოაწყეს. მოხუცი მამა მყავდა, ლოგინად ჩავარდნილი. ისეთი საშინელი ხმები იყო აფეთქებების დროს, ავადმყოფი ადამიანი ლამის ლოგინიდან ვარდებოდა.ვერ მივატოვებ, ვერ წავალ აქედან. სადმე რამე ახლოში უნდა ვიპოვო. აქ, დედა, მამა, ბებია და ბაბუა მყავს. მათ საფლავებს ვერ მივატოვებ. აქაურობას, თუნდაც დანგრეულს უნდა შევხედო“, – უყვება “მთის ამბებს” ლევან კალნადაძე, რომელიც სოფელ ხემაღალიდანაა.

ხარაგაულის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში ბოლო სახლებიც შუაზე იპობა და იმარხება. ადამიანებს ნივთები ვეღარ გამოაქვთ. ნასახლარებამდე გზები აღარ არსებობს. მოსახლეობამ სოფლები იძულებით დატოვა. ეს ყველაფერი მოჰყვა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ მთის ძირში გვირაბების აფეთქებებით გაყვანას. მანამდე ასეთივე საშიში პროცესები განვითარდა სოფელ ზვარეში, რომელიც დიდად არ გახმაურდა.

Back to top button