თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 65 წამის შემდეგ.

"თათიას დაემუქრა დაგწვავო და აასრულა, დედის თვალწინ წაუკიდა ცეცხლი... ვლოცულობთ, რომ გადარჩეს ეს უკარგესი გოგო" - რას ჰყვებიან კასპში უმძიმეს დანაშაულზე - bbcnews.ge
შემთხვევა

“თათიას დაემუქრა დაგწვავო და აასრულა, დედის თვალწინ წაუკიდა ცეცხლი… ვლოცულობთ, რომ გადარჩეს ეს უკარგესი გოგო” – რას ჰყვებიან კასპში უმძიმეს დანაშაულზე

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. მა­მა­კაც­მა ყო­ფილ ცოლს ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა, მერე აა­ლე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

  • რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და. მისი დახ­მა­რე­ბა მე­ზო­ბელ­მა სცა­და, მან ცე­ცხლი ჩა­აქ­რო, უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თა­თია ლო­მი­ნა­ძე ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის.

კლი­ნი­კის ექი­მის, გუგა ქა­ში­ბა­ძის თქმით, მას სხე­უ­ლის 80 პრო­ცენ­ტი აქვს დამ­წვა­რი და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ექი­მი ადას­ტუ­რებს იმა­საც, რომ მას ჭრი­ლო­ბაც აქვს სხე­ულ­ზე.

“კას­პი­დან არის გად­მოყ­ვა­ნი­ლი დამ­წვრო­ბით, ბენ­ზი­ნიც შე­ას­ხა და მჟა­ვაც, ასე­ვე აქვს ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლო ჭრი­ლო­ბე­ბიც. საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა” – ამ­ბობს ექი­მი.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა დამ­ნა­შა­ვე, ზუ­რაბ ბურ­დუ­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ის მე­უღ­ლეს 4 წლის წინ და­შორ­და და წყვილს ჰყავ­დათ სა­ერ­თო შვი­ლი, 8 წლის გო­გო­ნა. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი ქმა­რი ზუ­რაბ ბურ­დუ­ლი ხში­რად მო­დი­ო­და გო­გოს სახ­ლში და აწი­ო­კებ­და ოჯახს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი. კითხვის გაგრძელება

Back to top button