თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით შემდეგ გვერდზე 60 წამის შემდეგ.

"ასეთი რამ ათასწლეულში ერთხელ ხდება" - რამ გამოიწვია ზღვის განსხვავებული შეფერილობა, რას ამბობს ნინო ჩხობაძე? - bbcnews.ge
საზოგადოება

“ასეთი რამ ათასწლეულში ერთხელ ხდება” – რამ გამოიწვია ზღვის განსხვავებული შეფერილობა, რას ამბობს ნინო ჩხობაძე?

“45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ: “ასეთი ზღვა მე არ მახსოვს”. ამაზე ბევრად მძლავრ შტორმსაც მოვსწრებივარ, უფრო მეტი გამორიყული დრიფტვუდიც მინახია სანაპიროზე, მაგრამ ასეთი სიმღვრიე და ფერი არასოდეს ქონია ამ ზღვას, სპეციალურად გავზომე (ტურბიდომეტრით), თან სამჯერ და თან მდინარიდან შორს – საზღვაო აკადემიის წინ, სიმღვრივე დაფიქსირდა

2560 NTU (მინიმალური,) ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, კახოვკის კაშხალი რომ აააფეთქეს მაშინაც, 2650 NTU ( რეალურად უფრო მეტია) ლეთალურია ლითორალური ცენოზების ბინადრების უმრავლესობისთვის. სანაპიროს

ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია. ეს შედეგია არა მხოლოდ წვიმების და შტორმის – წვიმებიც და შტორმიც, ამაზე ბევრად ძლიერი სულ იყო და იქნება, ესაა შედეგი ფაქტიურად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუაზრებელი მოპოვების.სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!” – წერს არჩილ გუჩმანიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

ჩვენ დავუკავშირდით ნინო ჩობაძეს და ზღვის ასეთი შეფერილობის მიზეზი ვკითხეთ. ჩხობაძე “პალიტრავიდეოსთან” მიზეზებზე საუბრობს

წყარო: palitravideo.ge

Back to top button