კაცმა ვენახის შესაწამლი საშუალება დალია და გარდაიცვალა - bbcnews.ge

კაცმა ვენახის შესაწამლი საშუალება დალია და გარდაიცვალა

18.09.2025

თელავის მუნიციპალიტეტში 42 წლის კაცმა ვენახის შესაწამლი საშუალება დალია და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კონდოლში მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

მამაკაცმა პრეპარატი ოჯახისგან ფარულად მიიღო და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში მოხვდა.

სამდღიანი მკურნალობის მოუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მამაკაცს შესაწამლი საშუალება სასმელში აერია, თუ ის თვითმკვლელობის მიზნით მიიღო.

რეკლამა
რეკლამის ადგილი