ტოპ 10-ში სანიოლი! – ფრანგის გამორჩეული წარმატება საქართველოს ნაკრებთან ერთად – bbcnews.ge
სპორტი

ტოპ 10-ში სანიოლი! – ფრანგის გამორჩეული წარმატება საქართველოს ნაკრებთან ერთად

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების ტოპ ათეული შეადგინა.

ჩვენდა სასიხარულოდ სიაში საქართველოს ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლიც მოხვდა.

ფრანგმა სპეცაილისტმა მე-9 ადგილი დაიკავა.

ვილიმ გასულ წელს 2 უდიდეს წარმატებას მიაღწია.

სანიოლი ჯერ საქართველოსთან ერთად ევრო 2024-ზე კვალიფიცირდა, შემდეგ კი ურთულესი ჯგუფიდანაც მოახერხა გასვლა. 1/8-ფინალში კი ესპანეთთან დასანანი მარცხი იწვნია.

როგორც ჩანს, ფრანგს ეს მიღწევები არამარტო ქართველებმა, არამედ უცხოელებმაც დაუფასეს.

აქვე გეტყვით, რომ საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის თავკაცი, ლუის დე ლა ფუენტე დასახელდა.

Back to top button