
გუშინ, ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ აბრუნებს საზოგადოებას 2021 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებთან, როდესაც მომხდარმა დაპირისპირებამ მისი ძმის, ზვიად ზვიადაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ პერიოდში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი მის ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი სიხარულიც დადგა – ქალიშვილის მართას დაბადება.
ბოლო წლებში ზურაბ ზვიადაური მედიასთან აღარ გამოჩენილა. ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ ოჯახის ახლობელთან, ირმა ბენდელიანთან, რომელიც სპორტსმენის ბოლო წლებზე და იმ უმძიმეს პერიოდზე გვიყვება, რაც ოჯახს გადახდა:
– მედია ყველაფერს ცალმხრივად აშუქებს. წერს, რომ ზვიადაური მკვლელია. მისი ძმა ვინ მოკლა? – გასაშველებლად და შესარიგებლად მისული ორი ვაჟკაცი მოკლა იმ უბედურმა. ზურასაც და კიდევ ბევრს მიაყოლებდა, რომ არ გაენეიტრალებინათ.









