
“ეს გახლავთ ლიანას დედა, ქეთი ასათიანი, რომელიც ცნობილია თავისი არანორმალური ქმედებებით. იდოს აქ ეს მუქარა რამე რო მოხდეს. ამოწყდებითო და რავიცი ბიჭი ყოლია კიდევ ვახო. ანუ ლიანას ძმა, რომელიც არაერთხელ იყო ციხეში. ამბობენ მკვლელობაზე და უკვე ვინ, საიდან… ამიტომ იყოს აქ მისი პოსტი. დაველოდოთ მოვლენებს” – ამის შესახებ სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ავრცელებს სქრინს.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის დაწყებულ კონფლიქტს ახალი, სკანდალური ფაზა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც დაპირისპირება თითქოს მიწყნარდა, სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის,ვახო ნიკოლეიშვილისა და ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გახდა ცნობილი – როდესაც ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ერთმანეთს სტატუსებით დაუპირისპირდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.
თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა “ოჯახების დამანგრეველ ქალებზე“ დაწერა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუწერია.
მომხდარს საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები, რამაც დაპირისპირება საჯარო განხილვის საგნად აქცია. სალომე გოგიაშვილმა ვრცელი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ლიკა შენგელია ცილისწამებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ შენგელიას ბრალდებები “აბსურდული“ იყო და საქმის სასამართლოში გაგრძელებას აპირებდა, რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და შვილების ინტერესები დაეცვა.
ლიკა შენგელიამ ამ ყველაფერს ვრცელი პოსტით უპასუხა. აღნიშნა, რომ მიზანი იყო საზოგადოებას სალომე გოგიაშვილის “ნამდვილი სახე“ დაენახა. შენგელია წერდა, რომ იცოდა, ცილისწამებაში დაადანაშაულებდნენ, თუმცა მისთვის “სიმართლის თქმა“ და თავის დაცვა ამად ღირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ “ომში“ მარტო უწევდა ბრძოლა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა ძალას მატებდა.
სალომე გოგიაშვილის ახალი ბრალდებები და სკანდალური ჩანაწერიერთი საათის წინ, სალომე გოგიაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომლითაც დაპირისპირებას, როგორც თავად ამბობს, წერტილი უნდა დაუსვას. მისი თქმით, ეს არის ბოლო ვიდეო ამ თემაზე, რადგან დაიღალა მუდმივი ცილისწამებითა და ტყუილით.
“წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვარ, გარდა იმისა, რომ ქალმა ოჯახი დამინგრია, ამ ყველაფერთან ერთად არ მთავრდება ტყუილი, შანტაჟი, ჩემზე წერა. ვის არ შევუთვალე, როგორ არ შევუთვალე, რომ დაამთავროს, მომიხადოს ბოდიში და მე საერთოდ ამ თემაზე კიდევ ხმის ამომღები არ ვარ-თქო, მაგრამ ქალი არის შეუჩერებელი,“ – ამბობს გოგიაშვილი.
მან აღნიშნა, რომ ჩანაწერი მანამდე არ გაუსაჯაროებია, რადგან რაღაცებს ანგარიშს უწევდა, თუმცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა და შვილების ნერვული სისტემა უფრო მნიშვნელოვანია. სალომე გოგიაშვილის განცხადებით, მან პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რათა “ეს ქალი ვინმეს გაეჩერებინა”, თუმცა, მისი თქმით, რეაგირება ჯერ არ ყოფილა. ამიტომაც გადაწყვიტა, თავად დაეცვა საკუთარი თავი და შვილები.
ვიდეოში სალომე გოგიაშვილი აქვეყნებს სქრინშოტებს, სადაც ჩანს მისი და ლიკა შენგელიას თბილი მიმოწერა. ამით გოგიაშვილი ეწინააღმდეგება შენგელიას განცხადებას, რომ მათ შორის არასდროს ყოფილა კომუნიკაცია.სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ მას სამსაათიანი ჩანაწერი აქვს, თუმცა მის სრულად გავრცელებას არ აპირებს, რადგან იქ არის მომენტები, რაც არ უნდა მისმა შვილებმა მოისმინონ.
“მთელი მსოფლიოს გამწარებული ქალების მაგივრად გიხდი მე შენ სამაგიეროს და იცოდე, იმ ჩემი ოთხი შვილის უკან, რომლებიც შენ დღეს უმამოდ დატოვე, დგას პირველ რიგში დედა, რომელსაც ხასიათი აქვს ომში შესვლის და გამარჯვებული გამოსვლის. იმედია შენს აწმყო თუ გაშორებულ ქმარს აქვს იმის საშუალება, რომ ბილეთი გიყიდოს და ქალაქიდან გაგიშვას, რადგან ამის შემდეგ ძალიან გაგიჭირდება ამ ქალაქში ცხოვრება”, – მიმართავს გოგიაშვილი ლიკა შენგელიას.
ამის შემდეგ გოგიაშვილი აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მისი თქმით, ისმის მისი ყოფილი ქმრის, ვახო ნიკოლეიშვილისა და ლიკა შენგელიას საუბარი.
ჩანაწერის ფრაგმენტიდან:
ქალი (სავარაუდოდ ლიკა შენგელია): სახლში ხარ, საიდან მელაპარაკები?
კაცი (სავარაუდოდ ვახო ნიკოლეიშვილი): კი, სახლში ვარ, სახლიდან გელაპარაკები.
ქალი: მარტო ხარ?
კაცი: კი, ახლა მარტო ვარ.
ქალი: ხო რა, ეგრე ჯობია, ცოტა ხანი გნახავ.
კაცი: მოკლედ, ხვალ მოგაკითხავ მაშინ.
ქალი: როდისთვის, რომ დავგეგმო მეც, თუ არ იცი.
კაცი: არა, ვიცი, 3-4-სთვის. ხვალ შეხვედრები მაქვს რაღაც და სამისთვის მოგაკითხავ.
ქალი: ხო, კაი, სად ვიქნები იმის მიხედვით.
კაცი: ნუ, სახლთან არ იქნები?
ქალი: შეიძლება სახლშიც ვიყო, არ არის პრობლემა.
კაცი: შემიძლია დღესაც მოგაკითხო, უბრალოდ არც დაცვა მყავს და არც არაფერი, მაგრამ ისე ვარ მარტო.
ქალი: დაცვა არ გინდა, მოწმეები. არა, მძღოლთან ერთად არა, მარტო მოდი, ურთიერთობას რა უდგას წინ. პირდაპირ გეუბნები ვახო, მე ახლა შენთან ჩუმად რაღაც ისე ვერ ვივლი რა. მე არ ვარ ახლა დასამალი ადამიანი, არაფერი არ მჭირს სამაგისო.
კაცი: კი, გეთანხმები. მე მაქვს ჩემი პირადი მოსაგვარებელი. შენ უფრო თავისუფალი ხარ.
ქალი: უფრო არა, მე თავისუფალი ვარ. კაცი: მე კიდევ ბევრი პრობლემა მაქვს. კაი, ყველაფერი, მაგრამ ჩემი შვილები…
ქალი: ეგ შენი პრობლემაა, რა ვიცი, მე რა უნდა გითხრა. მოდი დავიწყოთ გამოფხიზლებით.
კაცი: თუ შევძლებ ახლა მეც, იმიტომ რომ გასააზრებელი მაქვს რა ეს რაღაცები. გადასალახი მაქვს რა ეგ ყველაფერი, ჩემი შვილები.
ქალი: ეგ შენი პრობლემაა, რა ვიცი, მე რა უნდა გითხრა.
კაცი: ჰოდა, მაგას გეუბნები მე რა, თუ შევძლებ რა მე და… შენ თუ შეძლებ მაგას გეკითხები აქამდე, თორემ…
ქალი: მე რა უნდა შევძლო.
კაცი: რა ვიცი, რაღაც შეიძლება ვალდებულებები გაქვს რაღაცა, მე რა ვიცი.
ქალი: მე ჩემს თავთან მაქვს ვალდებულებები.
კაცი: მეტი ვალდებულება არა გაქვს?
ქალი: არანაირი, ვისთან უნდა მქონდეს ვალდებულება.
სალომე გოგიაშვილს ლიკა შენგელიამ მალევე უპასუხა და “ინსტაგრამზე” ასეთი შინაარსის სთორები გამოაქვეყნა.ლიკა შენგელია:”ფაქტია, რომ ადამიანთან საუბრის გარდა არაფერი მაკავშირებს და მეორე დღეს მნახა, არც ეგ არის საიდუმლო, სადაც ჩაიწერეს საუბარი და მოაწყვეს თავდასხმა, გადაიღეს სურათები. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს, სადაც ხომ მიჩივის რომ არ შემხებია არაფრით?!
ჩემი საუბარი შენს საქციელს არ ხსნის და არც შენი ცირკის ეშინია ვინმეს.
შენ რაც შეგეძლო დამიშავე საუბრის გამო სადაც არც მე დამირეკია და არც თოკით არავინ მომითრევია სასაუბროდ. ახლა ჩემი პასუხის დროა, რასაც აწი შენ ჩადენილ საქციელებზე აგებ სასამართლოს წინაშე, მუხლი 126, მუხლი 159 და 158″, – წერს ლიკა შენგელია.
სკანდალი, რომელშიც ორივე მხარე სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, სავარაუდოდ კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
