"დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო"- 29 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა - ტრაგედიის დეტალები სიღნაღიდან - bbcnews.ge

“დილით ბავშვებმა ნახეს, დედას ვეღარ ვაღვიძებთო”- 29 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა – ტრაგედიის დეტალები სიღნაღიდან

14.09.2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 29 წლის ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი არასრულწლოვანმა შვილებმა ნახეს.„არაფერი აწუხებდა. საღამოს ტელეფონით მჯდარა და მერე ყველა წავიდა დასაძინებლად. დილით ბავშვებმა ნახეს და მეზობლებთან გაიქცნენ, დედას ვეღარ ვაღვიძებთო. ოთხი შვილის დედაა, ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს. თქვეს, რომ თრომბმა დაარტყა. ისეთი მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ამბავი, არც კი ვიცით, რა ვთქვათ”- ამბობენ ახლობლები.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ოჯახის წევრებმა მიცვალებულის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი