ტრაგედია გურჯაანში - მძიმე ავარიას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - bbcnews.ge
შემთხვევა

ტრაგედია გურჯაანში – მძიმე ავარიას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანში, სოფელ კაჭრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გიორგი არსენიშვილი შეეწირა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა, როდესაც მძღოლმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა, ავტომობილი მოცურდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა მძღოლმა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ახალგაზრდა ვერ გადაარჩინეს.

Back to top button