ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება - bbcnews.ge

ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება

13.09.2025

15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა.

ცნობისთვის, 28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა. საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ შემცირდა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.

რეკლამა
რეკლამის ადგილი