
29 წლის ახალგაზრდა ექიმს, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგს, ანა ხეცურიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ანა, რომელიც ყოველთვის სხვებს ეხმარებოდა, დღეს თავად აღმოჩნდა უდიდესი სირთულის წინაშე – დაუდგინდა დიაგნოზი: არაჰოჩკინის ლიმფომა.
“ეს არის გოგონა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების გადარჩენას, დაავადებებთან ბრძოლას და ახლა მას თავად სჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება.მინდა მივმართო ყველას – ნაცნობებს, უცნობებს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა და ერთიანობა ამ ბრძოლაში უდიდეს ძალას მოგვცემს.ამიტომ მთელი გულით გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და გააფერადოთ ანას მომავალი.
მიმღები: ანა ხეცურიანი
#GE74TB784804506110002
5#დავდგეთერთად #ანასსიცოცხლისთვის#ზღაპრისბოლოკეთილია”,- წერენ ანას მეგობრები სოციალურ ქსელში