სტიქია კახეთში - თელავი ორჯერ ძლიერად დაისეტყვა - bbcnews.ge

სტიქია კახეთში – თელავი ორჯერ ძლიერად დაისეტყვა

12.09.2025

ორი დღის განმავლობაში თელავში ძლიერი სეტყვა მეორედ მოვიდა.

სეტყვა, წვიმა და ქარი  დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

რა ზიანი მოიტანა უამინდობამ, ინფორმაცია ამის შესახებ,  ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სტიქია იყო გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტშიც, რის შედეგადაც სოფელი შილდა დაზარალდა.

შილდაში  ხეხილი და ვენახების ნაწილია განადგურებული.

..

რეკლამა
რეკლამის ადგილი