
საქსტატმა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
“საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719
ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.
2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი
მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).
2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456
შემთხვევა”,_ აცხადებს საქსტატი.