"მიირთმევთ ნეტარებით და მე მახსენებთ..." - მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში შავი ქლიავის მარინადის რეცეპტს აქვეყნებს - bbcnews.ge
კულინარია

“მიირთმევთ ნეტარებით და მე მახსენებთ…” – მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში შავი ქლიავის მარინადის რეცეპტს აქვეყნებს

ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და თავის გამომწერებს შავი ქლიავის მარინადის რეცეპტს უზიარებს.

“გუშინ კი დამცხა, მაგრამ ზამთარში რას მასიამოვნებს, ეს არის შავი ქლიავის მარინადი, რომელიც ნინო შარაბიძის ინსპირაცია…

რეცეპტი 1 კგ შავ ქლიავზეა გათვლილი:

  • ქლიავს გარეცხავთ, გააშრობთ, გამოაცლით კურკას
  • ნახევარი ლიტრი წყალი
  • შაქარი 250 გრ
  • მარილი 1 სკ
  • ძმარი 150 მლ
  • დაღერღილი წითელი წიწაკა ნახევარი ჩკ
  • ნიორი 3 კბილი
  • დაფნის ფოთოლი 2 ც
  • მიხაკი ნახევარი ჩკ
  • შავი პილპილი 8 ცალი
  • დარიჩინი ნახევარი ჩკ

მომზადების წესი: მარინადი წვენი – ყველაფერი ეს მოვათავსოთ ერთად, ძმრის გარეშე და წამოვადუღოთ. 5 წუთი იდუღოს. გამოვრთავთ და მერე. ვუმატებთ ძმარს. სტერილიზაციის შემდეგ, ქილებში აწყობთ ქლიავს, უმატებთ სითხეს ცხელსვე, ხუფავთ, შემდეგ ისევ სტერილიზაცია 15 წუთით . გადმოდგამთ ამოაბრუნებთ ქილებს და შეფუთავთ ისე რომ შუქი არ ჰქონდეს, ასე უნდა გაცივდეს. მერე ინახავთ გრილ და ბნელ ადგილას და ხსნით როგორც კი აცივდება და მიირთმევთ. მიირთმევთ ნეტარებით და მე მახსენებთ”, – წერს მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე.

Back to top button