
აშშ-ში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ყოფილმა პოლიციელმა ცოლი მოკლა მას შემდეგ, რაც ქალმა ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 24 ნოემბერს მოხდა.
57 წლის კაცმა პოლიციას აცნობა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა.
მამაკაცმა განაცხადა, რომ ქუჩაში ძაღლის გასეირნების შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც ცოლის გვამი დახვდა. ამავდროულად, პოლიციის ცნობით, მამაკაცი არავითარ ემოციას არ გამოხატავდა და მხოლოდ მას შემდეგ ანერვიულდა, როდესაც მიხვდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი თავად იყო.
მალე გაირკვა, რომ მამაკაცს ფლორიდაში საყვარელი ჰყავდა. კაცმა სასიყვარულო შეტყობინება საყვარლის ნაცვლად ცოლს გაუგზავნა. ქორწინებამ მამაკაცს შეერთებულ შტატებში მწვანე ბარათის მიღების საშუალება მისცა. როდესაც ცოლმა ღალატის შესახებ შეიტყო, ქმარს დაემუქრა, რომ უჩივლებდა და იტყოდა, რომ ქორწინება ფიქტიური იყო და მწვანე ბარათისთვის სჭირდებოდა.
გამოძიების დროს გაირკვა, რომ ბრიტანელი მამაკაცი ლონდონის პოლიციიდან რამდენიმე ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარის გამო გაათავისუფლეს.
შედეგად, მამაკაცი ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ ცოტა ხნის წინ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.