
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც ლევან ხაბეიშვილი გადაიყვანეს, ანა წითლიძე მივიდა. მან სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ მშვიდობიანი რევოლუციის დაგეგმაში თვითონ ჩართულია და ეუბნება, რომ ისიც დააკავოს.
მდინარაძე შე ჩმორო, მართლა კაცად რომ წარმოგიდგენია თავი, როგორ გგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წევრს ან საქართველოს მოსახლეობას დააშინებ ამ დაჭერით? აი აქ ვარ, შენი შენობის წინ. მე ვმონაწილეობ თქვენს მშვიდობიან დამხობაში. დედას გიტირებთ 4 ოქტომბერს. არავის არ ეშინია ამ დაჭერის, გამოეთრიე და დამაკავე – ეუბნება წითლიძე მდინარაძეს.
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი , “კოალიცია ცვლილებსითვის” წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.
ამ დროისთვის, უცნობია, რა სტატუსით შეიყვანეს ზოდელავა უწყების წარმომადგენლებმა სუს-ში.









