
ახალ ზელანდიაში 44 წლის ჰაკიუნგ ლი გაასამართლეს – ქალს ბრალად საკუთარი შვილების მკვლელობა ედება. მან რვა წლის იუნა ჯო და ექვსი წლის მინუ ჯო მოკლა და მათი ცხედრები სახლის საწყობში დამალა.
ბავშვების ნეშტი ჩემოდნებში ერთ-ერთმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომელმაც სახლი 2022 წელს აუქციონზე შეიძინა.
პროკურორმა ნატალი უოკერმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბავშვების გულმკერდის ღრუსა და ღვიძლში ანტიდეპრესანტ ნორტრიპტილინის კვალი აღმოაჩინეს. პრეპარატის მიღება ბავშვებისთვის სასტიკად აკრძალულია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კი კრუნჩხვებსა და სიკვდილს იწვევს. გაკვეთით დადგინდა, რომ ბავშვებს სხეულებზე ტრავმის ნიშნები, მაგალითად, ძვლების მოტეხილობა, არ აღენიშნებოდათ, თუმცა აშკარა იყო, რომ ისინი სხვამ მოკლა.
სასამართლომ მოისმინა, რომ ქალბატონმა ლიმ წამლის რეცეპტი აფთიაქიდან 2017 წლის აგვისტოში შეიძინა – ხუთი თვის შემდეგ, რაც მის ქმარს, იან ჯოს, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, 2017 წლის ნოემბერში ქმრის გარდაცვალებამდე ლიმ განაცხადა, რომ თუ ის მოკვდებოდა, ბავშვებიც დაიღუპებოდნენ. მან ქმარს ტექსტური შეტყობინებაც გაუგზავნა: „თუ მოკვდები, მეც ჩვენს ორ შვილთან ერთად მოვკვდები“.ადვოკატმა ლორეინ სმიტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ლის “სიგიჟისკენ სწრაფვა” მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ თვითმკვლელობის მიზნით, ანტიდეპრესანტები შვილებთან ერთად დალია, თუმცა დოზა არასწორად მიიღო და როდესაც გაიღვიძა, ბავშვები გარდაცვლილები ნახა. სრულად