“ღმერთის თუ არ მწამს, ვისი უნდა მწამდეს? გოლს რომ ვიტან, ხელებს ვშლი მაღლა და მადლობას ვუხდი” – გიორგი მიქაუტაძე ღმერთზე და რწმენაზე

09.09.2025

ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი ბომბარდირის ვიდეო, სადაც ის რწმენასა და ღმერთზე საუბრობს:

“ყოველ დღე პირჯვარს ვიწერ, რომ ვიღვიძებ, სახლიდან გარეთ რომ გავდივარ, რომ ვიძინებ, “მამაო ჩვენოს” ვამბობ და ღმერთის თუ არ მწამს, ვისი უნდა მწამდეს? გოლს რომ ვიტან, ხელებს ვშლი მაღლა და მადლობას ვუხდი” – ამბობს ფეხბურთელი ინტერვიუში.

წყარო: Geo Team

რეკლამა
რეკლამის ადგილი