ახალციხეში 13 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა - bbcnews.ge
შემთხვევა

ახალციხეში 13 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, 13 წლის ქვეითად მოსიარულე ბიჭს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. 

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

Back to top button