სიახლე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, ვადა 20 სექტემბრამდეა - ვინ შეძლებს შეღავათიან ფასად შეცვლას? - bbcnews.ge

სიახლე პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, ვადა 20 სექტემბრამდეა – ვინ შეძლებს შეღავათიან ფასად შეცვლას?

09.09.2025

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ID ბარათის შეღავათიან ფასად გაცემის აქცია გრძელდება. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის 11 აგვისტოდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათი) შეღავათიან ფასად გაცემის აქცია დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც პირველად იღებენ ID ბარათს;სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ ID ბარათი და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;მოქალაქეებს, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ ID ბარათი და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს;მოქალაქეებს, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის ID ბარათი. განაგრძეთ კითხვა

რეკლამა
რეკლამის ადგილი