
მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა.
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც პრაიმტაიმს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ მარჯანიშვილზე მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
მათივე ცნობით, ადგილზე გამოძახებულია სამაშველო სამსახური. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.