"იმ კაცის დედა ვა***რე ვისაც ამ შპანის შეეშინდება... ესენი არიან არ შემდგარი ძველი ბიჭები, მეტი საქმე არ აქვთ, ამ ახალგაზრდულმა ეს რომ არ გააკეთონ, სახლში პურს ვერ შეიტანენ, გოგოს პაემანზე ვერ დაპატიჟებენ" - ლუკა ჭოხონელიძე მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე - bbcnews.ge
პოლიტიკა

“იმ კაცის დედა ვა***რე ვისაც ამ შპანის შეეშინდება… ესენი არიან არ შემდგარი ძველი ბიჭები, მეტი საქმე არ აქვთ, ამ ახალგაზრდულმა ეს რომ არ გააკეთონ, სახლში პურს ვერ შეიტანენ, გოგოს პაემანზე ვერ დაპატიჟებენ” – ლუკა ჭოხონელიძე მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე

“იმ კაცის დედა ვატირე ვისაც ამ შპანის შეეშინდება… ესენი არიან არ შემდგარი ძველი ბიჭები, მეტი საქმე არ აქვთ, ამ ახალგაზრდულმა ეს რომ არ გააკეთონ, სახლში პურს ვერ შეიტანენ, გოგოს პაემანზე ვერ დაპატიჟებენ” – ლუკა ჭოხონელიძე მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე.

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„როცა მოვედით, არ იყო პოლიცია. მხოლოდ აქტივისტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით. ე.წ. ტიტუშკა შემხვდა და ჩემკენ გამოიქცა და თავში ჩამარტყა“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ დროისთვის, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სამართალდამცველებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო!“ „რუსებო“!

ვიდეო: “TV პირველი”

Back to top button