
გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ნიკა გაგნიძე იყო. საქართველომ ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა კვარაცხელიას, ნიკა გაგნიძის და მიქაუტაძის გოლებით.
ნიკამ გუშინ სტადიონს მადლობა გადაუხადა ახდენილი ოცნებისთვის, პირჯვარი გადაწერა და მინდვრიდან ყველაზე ბოლო გავიდა
რა ვიცით ნიკა გაგნიძეზე?
ნიკა გაგნიძე გორის „დილას“ აღზრდილია (16 წლიდან). 2018-24 წლებში ,,დილას” ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც ჩატარებული აქვს 116 თამაში და გატანილი აქვს 21 გოლი.
2024 წლის ივლისიდან უკრაინული კლუბის, „კოლოსის“ შემადგენლობაშია.
2024 წელს გაგნიძემ რუსეთში თანმაშეზე უარი განაცხადა.
2023 წელს ნიკა გაგნიძემ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, ბელგიასთან მატჩში მძიმე ტრავმამიიღო.
ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ადრი იყო, როცა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხით დაემშვიდობა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ მოისროლა ტრავმირებულმა ნიკა გაგნიძემ ყავარჯნები და თანაგუნდელების გასამხნევებლად გაიქცა.