
“სტადიონს მადლობა გადაუხადა ახდენილი ოცნებისთვის, პირჯვარი გადაწერა და მინდვრიდან ყველაზე ბოლო გავიდა…
“და თუ ერთი ფეხბურთელის გამორჩევას მთხოვთ, ნიკა გაგნიძეს გამოვარჩევ, რომელმაც საოცარი სამუშაო გასწია” – თქვა მატჩის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილმა
ნიკა საქართველოს გული იყო” – ნათქვამია სოციალურ ქსელში geo team-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა”დინამო არენის” მოედანზე, ბულგარეთის ნაკრები დომინანტური ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.
30-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა პირველი გოლი და ნაკრები დააწინაურა. 44–ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილის ასისტით ნიკა გაგნიძემ 2–0–მდე გაზარდა საქართველოს უპირატესობა. შეხვედრაში მესამე გოლი 66-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.