"საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია, რადგან ფულს არ მახდევინებენ" - რას ამბობს ვილი სანიოლი საქართველოს შესახებ - bbcnews.ge
სპორტი

“საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია, რადგან ფულს არ მახდევინებენ” – რას ამბობს ვილი სანიოლი საქართველოს შესახებ

France Football-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ო­ლიმ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­იხ­სე­ნა, სა­დაც ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გა­სულ წელს პორ­ტუ­გა­ლია და­ა­მარ­ცხეს და ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ.

“ჩემი უდი­დე­სი ჯილ­დო მათი ბედ­ნი­ე­რე­ბის ხილ­ვაა. ფეხ­ბურ­თე­ლებს ვუ­ტო­ვებ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბით ხალ­ხთან ერ­თად დატ­კბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მე კი გა­სახ­დელ­ში ვბრუნ­დე­ბი.

ეს ჩვე­ნი ბოლო გა­მარ­ჯვე­ბაა ტურ­ნირ­ზე.

ვხე­დავ გა­მო­ფი­ტულ ფეხ­ბურ­თე­ლებს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ემო­ცი­უ­რად. ძალა აღარ დარ­ჩათ, ძრა­ვა­ში საწ­ვა­ვი აღარ არის. შემ­დეგ კი ეს­პა­ნე­თი (ტურ­ნი­რის მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი) გვე­ლო­დე­ბა მერ­ვე­დფი­ნალ­ში (1:4). მე მხო­ლოდ ერთი ძი­რი­თა­დი გუნ­დი მყავს, სამი-ოთხი და­მა­ტე­ბი­თი მო­თა­მა­შით. მაგ­რამ არ ვყო­ფილ­ვარ უბე­დუ­რი იმის გამო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და

ამის შემ­დეგ, ნაკ­რე­ბის სტა­ტუ­სი შე­იც­ვა­ლა…მას შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რეს­ტო­რან­ში წას­ვლა აღარ შე­მიძ­ლია, რად­გან ფულს არ მახ­დე­ვი­ნე­ბენ.

როცა ამ ქვეყ­ნის­თვის მარ­თლაც კარ­გს აკე­თებ, ეს სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა. ახლა კი ისი­ნი იმ ფა­ზა­ში არი­ან, როცა ფიქ­რო­ბენ, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდე­ბით. ოც­ნე­ბებ­ში შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს და ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია”, – ამ­ბობს ვილი სა­ნი­ო­ლი. წყარო

Back to top button