ოზურგეთში 4 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა • „ძლიერი წვიმა და თოვა…“ – საქართველოში ამინდი უარესდება • 5 წლის დედა?! — ისტორია, რომელმაც სამედიცინო სამყარო შოკში ჩააგდო! • “კახა მიქიაშვილი პატრიარქის უცნობ საიდუმლოს ამხელს: “ეს ილია მეორეს ნამდვილი სახეა… • არანაირი სანქცია არ არსებობს. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე • 22 წლის ტურისტი საქართველოში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვე • სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ • ინჟინერიიდან ეკრანების ვარსკვლავობამდე – ვინ არის სინამდვილეში “Yeraltı”-ს მთავარი გმირი, დენიზ ჯან აქთაში? •
“კარგები და კეთილები გვაქვსო მო@@ნული” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
07.09.2025
ჟურნალისტი და ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში “ოცნების” მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ხალხო, გუშინ სინამდვილეში ბოლოს მაინც წავიკითხე შათირიშვილის წერილი და ღირდა, მერწმუნეთ. კარგები და კეთილები გვაქვსო მო@@ნული, პირდაპირ აღიარებს ბოლოში. სიტყვასიტყვით: “დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… “ ეს ყველაფერი დიფსთეითმა და ტრამპმა ქნესო. ივანიშვილს ჯერ ვერ მოერივნენ და ახლა დრო გაყავთ, ასუსტებენ სანამ მაგიდასთან დასვამენ, რომ მაქსიმალურად გალახული დაჯდეს მაგიდასთან სალაპარაკოდო. ხოდა ფრთხილად უნდა ვიყოთო. და მთავარი რეცეპტსაც დებს ბრძენი, რომ დიფსთეითთან წელგამართული დაჯდეს ბ–ნი ბიძინა სალაპარაკოდ – მანამდე უნდა დაგვერიოს და ქვეყანაში პოზიციები გაიძლიეროს თურმე. ვინ ვის დაერევა ეგ ერთი ამბავია, მაგრამ ამათ ტვინამდე რომ დავიდა რომ დედა აღარ ყავთ ეგ შესანიშნავი ამბავია. ტყუილად არ მიბრძოლია საკუთარ თავთან რომ ეს წერილი ბოლომდე წამეკითხა!”- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “ოცნების” მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც ის რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს “სასარგებლო იდიოტებს” უწოდებს, წერს, რომ “არანაირი “დიპ სტეიტთან” მებრძოლი ტრამპი არ არსებობს” და “ტრამპს, ანუ “დიპ სტეიტს” უნდა, მაქსიმალურად დაასუსტოს მის მიერ არაკონტროლირებადი საქართველოს მთავრობა