პატარა გოგონა ამტკიცებდა, რომ მას ქმარ–შვილი ჰყავდა... - bbcnews.ge
საინტერესო

პატარა გოგონა ამტკიცებდა, რომ მას ქმარ–შვილი ჰყავდა…

გასული საუკუნის 30–იან წლებში, ინდოეთში, პატარა გოგონამ, სახელად შანტე დევიმ ლაპარაკი დაიწყო — მაგრამ, ისე არა, როგორც სხვა პატარები… ის საუბრობდა ქმარზე, შვილზე და წარსულ ცხოვრებაზე, რომელიც მან, დელიდან 160 კმ–ით დაშორებით მდებარე, ქ. მათჰურაში გაატარა.

თავიდან მშობლები, მის ლაპარაკს ყურადღებას არ აქცევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს ბავშვის წარმოსახვის ნაყოფი იყო. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, პატარამ ქმრის სახელი გაიხსენა, შემდეგ კი, მისამართიც თქვა, აღწერა თავისი სახლი, ქალაქის ქუჩა, რომელზეც ცხოვრობდა და ისიც კი აღნიშნა, რომ მშობიარობის დროს დაიღუპა.

გოგონას მხოლოდ წარსული ცხოვრება კი არ — ისიც ახსოვდა, თუ როგორ გარდაიცვალა ამ ცხოვრებაში.

ეს ისტორია ელვის სისწრაფით გავრცელდა… მასთან მასწავლებლები, მეზობლები და ჟურნალისტები მიდიოდნენ, რომ მოესმინათ, თუ როგორ საუბრობდა, ეს პატარა გოგონა მშვიდად, თითქოს და, წარსულ ცხოვრებაზე. ბოლოს და ბოლოს, ქედარ ნარჰუს — მამაკაცს, რომელსაც ის, თავის წარსულ ცხოვრებაში, მეუღლედ ასახელებდა, წერილი გაუგზავნეს.

აღმოჩნდა, რომ ქედარ ნარჰუ რეალური ადამიანი იყო… და მისი მეუღლე ლუდგი, — მართლაც 9 წლის წინ გარდაიცვალა, თან, მშობიარობის დროს.

მამაკაცი ისე დაინტერესდა ამ ისტორიით, რომ ბავშვის სანახავად ჩავიდა… და გოგონამ ის იცნო.

ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ ხმებმა ხელისუფლებამდე მიაღწია და ძიება დაიწყო… შეიქმნა კომისია, რომელმაც 20–ზე მეტი მოწმე გამოკითხა, შემდეგ შანტი იმ ქალაქშიც წაიყვანეს, სადაც წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა და მისი მონაყოლი შეამოწმეს.

შედეგი გაინტერესებთ? — მან იცოდა, სად იყო “მისი” სახლი. იცნო “საკუთარი” ოჯახი და პირადი ნივთები, იცოდა სახლში ოთახების მდებარეობა, ფარული კუთხეები…

კომიტეტმა კი, შემდეგი დასკვნა დადო: «ის არ იტყუება».

ახსნის პოვნა, სკეპტიკოსებსაც კი გაუჭირდათ…

ამ ამბავმა მთელი ინდოეთი შეძრა! სულიერი სწავლებების მიმდევრებმა კი, ეს ფაქტი, რეინკარნაციის მტკიცებულებად გამოაცხადეს.

შანტი დევი გაიზარდა, მაგრამ საკუთარი ისტორია და “წარსული” ვერაფრით დაივიწყა… არ გათხოვილა და საცხოვრებლად დელიში დარჩა. იშვიათად იძლეოდა ინტერვიუებს და სიკვდილამდე (1987 წ.), თავისი სიმართლის ერთგული დარჩა.

ხოლო კითხვები, რომელიც დღემდე ჟღერს: იყო, თუ არა, შანტი დევის შემთხვევა მართლაც რეინკარნაცია? თუ ეს ბრწყინვალედ დადგმული აფერა იყო, — თან იმდენად უცნაური, რომ მისი უარყოფა შეუძლებელი იყო — პასუხგაუცემელია.

ასეა, თუ ისე, სულების გადასახლების შესახებ ისტორიებში, მისი შემთხვევა, ერთ–ერთი ყველაზე დოკუმენტირებული და აუხსნელია.

intermedia.ge

Back to top button