“დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია...“ - ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს მიმართავს - bbcnews.ge
პოლიტიკა

“დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია…“ – ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს მიმართავს

“სწო­რად გე­ში­ნია, დაგ­ვე­ლო­დეთ, 4 ოქ­ტომ­ბერს ივა­ნიშ­ვი­ლი, შენ და შენ­ნა­ი­რი „კუ­დაბ­ზი­კე­ბი“ და­ე­ლო­დეთ ხალ­ხის გა­ნა­ჩენს“, – ასე მი­მარ­თა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს.

ხა­ბე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, კახა კა­ლა­ძე „აბ­სო­ლუ­ტურ ის­ტე­რი­კა­შია“

.„ეს კაცი ამ „ბრი­ქა­ო­ბის“ ნაც­ვლად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რომ იყოს, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი რომ და­ა­სის­ხლი­ა­ნეს, ერთი საქ­მე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ – ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ და­ა­სა­ხიჩ­რეს, ქუ­ჩა­ში რომ დას­დევ­დნენ, მათ შო­რის თქვენს კო­ლე­გებს, მაკა ჩიხ­ლა­ძეს, გუ­რამ რო­გა­ვას, ერთი საქ­მე რომ ჰქონ­დეთ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, ვი­ტყო­დი, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად „იწე­ლე­ბა“ ეს კაცი, მაგ­რამ რაც ვნა­ხე, აბ­სო­ლუ­ტურ ის­ტე­რი­კა­შია. „აბა, გა­ბე­დეთ“- იძა­ხის და უკაც­რა­ვად, ჩვენ არ ვართ ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც კა­ნონს და კონ­სტი­ტუ­ცი­ას გა­და­დის. ესე­ნია ის ხალ­ხი, ვი­საც კა­ნო­ნიც ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ და კონ­სტი­ტუ­ცი­აც, მძარ­ცვე­ლე­ბი არი­ან და ეს არის მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. კახი, ჩვენ გავ­ბე­დავთ იმას, რომ თქვენ ვე­ღარ გა­ბე­დავთ ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბას. ჩვენ გავ­ბე­დავთ იმას, რომ თქვენ ვე­ღარ მო­ი­ტა­ცებთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და მერე სის­ხლის გუ­ბე­ებს ვერ და­ა­ყე­ნებთ ე.წ. პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში. კი, ამას გავ­ბე­დავთ და თქვენ არ წა­გიც­დეთ ხელი. დამ­შვიდ­დი, და­დინჯდი, ეს ის­ტე­რი­კა ცუ­დია, გუნდში გე­ტყვი­ან, რომ შენი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ძა­ლი­ან მში­შა­რა, მხდა­ლი კა­ცის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას ჰგავ­და. სწო­რად გე­ში­ნია, დაგ­ვე­ლო­დეთ, 4 ოქ­ტომ­ბერს ივა­ნიშ­ვი­ლი, შენ და შენ­ნა­ი­რი „კუ­დაბ­ზი­კე­ბი“ და­ე­ლო­დეთ ხალ­ხის გა­ნა­ჩენს. მუდ­მი­ვად ჩვენ და ხალ­ხი ელო­დე­ბა, ვის რამ­დენს მოჰ­პა­რავთ, ვის რამ­დენს მი­უს­ჯით, ვის და­ი­ჭერთ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დე­ბით, 4 ოქ­ტომ­ბერს ახლა ჩვენ დაგ­ვე­ლო­დეთ, რა გა­ნა­ჩენს გა­მო­ვი­ტანთ. მათი მო­წო­დე­ბე­ბია, რომ „აბა, გა­ბე­დეთ უკა­ნო­ნო­ბა“- არა კახი, აბა თქვენ გა­ბე­დეთ და ქარ­თველ ხალ­ხზე აღ­მარ­თეთ ხელი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნამ­დვი­ლად მი­ი­ღებთ მრის­ხა­ნე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

Back to top button