
“არა, ტყემლის მომზადებას მე ვერ გასწავლით, თუმცა გაჩვენებთ, როგორ ვამზადებ მწვანე ტყემალს ჩვენი ეზოს უგემრიელესი ალუჩისგან, რომელიც ახლა დავკრიფეთ.
დაგვჭირდება:
- ალუჩა;
- მწვანე წიწაკა;;
- ნიორი;
- მარილი;
- ქინძი;
- კამა;
- წყალი.
მომზადება:
ალუჩას გავავლე წყალი, გავასუფთავე, მოვათავსე ქვაბში, წამოვადუღე და ქაფიც მოვხადე. რომ გაგრილდა, გადავწურე, დავამატე მწვანილები, ნიორი, წიწაკა, მოვურიე და სულ ეს არის – მზად არის”, – ამბობს ლიკა კვარაცხელია
“მე დიდად არ მიყვარს, მაგრამ იმდენად სასარგებლოა, ვცდილობ მივიღო. ეს ვერსია არ არის შესანახად, პირდაპირ მისართმევად ვამზადებ” – დაწერა ლიკამ.