როგორ გადაარჩინა უსახლკარო კატამ, დედამისის მიერ მიტოვებული ჩვილი და რა მოხდა შემდეგ? - bbcnews.ge
მსოფლიო

როგორ გადაარჩინა უსახლკარო კატამ, დედამისის მიერ მიტოვებული ჩვილი და რა მოხდა შემდეგ?

რაც ამ ფუმფულა არსებამ გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არ ჰქონდა და არც პატრონი ჰყავდა, კატას საკვები არასდროს მოჰკლებია. მეზობლები ხშირად აჭმევდნენ და სადარბაზოში თბილად აძინებდნენ. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ, კატას, სახელად მაშას, ვინმესთან მიკედლება არასდროს უცდია, ან იქნებ, თავისუფლების მოყვარული იყო და ფანჯარაში ჯდომას და ეზოში ყურებას, ისევ გარეთ სიარული ერჩია? თუმცა, ვინ იცის… მაგრამ, რომ არა ის, ადამიანების მიერ სასიკვდილოდ განწირული ჩვილი, ნამდვილად დაიღუპებოდა.

ეს ამბავი ობნინსკში (რუსეთი) 2015 წ. მოხდა. ზამთრის ერთ დღეს, სადარბაზოში ყველასთვის ნაცნობმა კატამ, უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო. ის ისეთ ხმაზე კნაოდა, თითქოს დახმარებას ითხოვდა. იმ დროს, სადარბაზოში მყოფმა ქალბატონმა კატის განწირული ხმა რომ გაიგო, იქით წავიდა, სადაც სავარაუდოდ, კატა უნდა ყოფილიყო. ასე აღმოჩნდა ქალი სარდაფში… და მან ნახა, რომ კატა ყუთში იჯდა და ბავშვს ათბობდა.

რომ არა მზრუნველი კატა, ჩვილი იმ სიცივეში ნამდვილად ვერ გადარჩებოდა. საზრიანმა ცხოველმა პატარასთან ნამდვილი დედობრივი ინსტინქტი გამოამჟღავნა და ეს, საოცარი სანახავი იყო!

ამბობდნენ, რომ როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანას, ჩვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, კატა მას მისდევდა და თან, კნაოდა… შემდეგ კი, როდესაც დაიღალა, გაჩერდა და გზას კარგა ხანს გაჰყურებდა, თითქოს ელოდა, რომ მანქანა უკან მოვიდოდა და ბავშვს მოიყვანდა.

სულ მალე, კატის გმირული საქციელის შესახებ, მთელმა ქალაქმა შეიტყო. ხოლო, შემდეგ, ინტერნეტის მომხმარებლებმაც, მთელს მსოფლიოში. უამრავი შეტყობინება მიდიოდა ობნინსკში, ჩვილის აყვანის მურვილით. მაგრამ, არც გმირი კატა დარჩენილა ყურადღების გარეშე, სახლში კატის წაყვანის სურვილიც ბევრმა გამოთქვა… საზღვარგარეთიდანაც კი იყო წერილები და ზარები.

მაგრამ, მეურვეობის ორგანოებმა ბავშვის სამშობლოში დატოვება გადაწყვიტეს და ერთ–ერთ ადგილობრივ ოჯახს, მისი შვილად აყვანის უფლება მისცეს. მშობლიურ ქალაქში კატამაც იპოვა თავშესაფარი…

intermedia.ge

Back to top button