მას შემდეგ, რაც ბავშვით ხელში გამოჩნდნენ, სიამის ცნობილი ტყუპი დუმილს აღრვევს - მათ ვიდეო გამოაქვეყნეს - bbcnews.ge
მსოფლიო

მას შემდეგ, რაც ბავშვით ხელში გამოჩნდნენ, სიამის ცნობილი ტყუპი დუმილს აღრვევს – მათ ვიდეო გამოაქვეყნეს

მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა ინფრომაცია, რომ სიამის ტყუპი ები და ბრიტანი ჰენსელები დედები გახდნენ. ფოტოებში, სადაც ისინი საბავშვო კალათაში ჩასმულ ჩვილთან ერთად ჩანდნენ, საზოგადოებამ დიდი ინტერესით მიიღო და უამრავი კითხვა გააჩინა.

ჯერ კიდევ არ არის სრულად დადასტურებული, ნამდვილად მათი შვილია ეს ბავშვი, თუ უბრალოდ შემთხვევითობა იყო და ტყუპი სხვის შვილს უვლიდა. თუმცა, ბევრი გარემოება მაინც ამყარებს იმ აზრს, რომ ისინი მშობლები გახდნენ.

ების ქორწინება და ოჯახური ცხოვრება

2021 წელს ები ჰენსელი საიდუმლოდ დაქორწინდა აშშ-ის არმიის ვეტერან ჯოშ ბოულინგზე. წყვილმა ქორწილი მალულად გადაიხადა, რადგან მათ ისედაც დიდი ყურადღება ექცეოდათ. მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2024-ში, გადაწყვიტეს ეს ამბავი საჯაროდ გაეხადათ და სოციალური ქსელებში ქორწილის ფოტოები გააზიარეს.

ეს ქორწინება ებისთვის პირველი იყო, ჯოშს კი წარსულში უკვე ჰყავდა მეუღლე, რომლისგანაც შვილიც ჰყავს. შესაბამისად, ები გახდა მისი ქალიშვილის დედინაცვალი. და რადგან ტყუპები განუყოფელნი არიან, იგივე როლი ბრიტანიმაც მოირგო.

ჭორები და ახალი ფოტოები

კიდევ 2025 წლის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა ჭორები, რომ ტყუპი ორსულად იყო. თავად ისინი ამაზე კომენტარს არ აკეთებდნენ, თუმცა გაზეთების სათაურებს სოცქსელებში აზიარებდნენ.

აგვისტოს ბოლოს კი გამოჩნდა ფოტო, სადაც ები და ბრიტანი სამსახურში — სკოლაში, სადაც მათემატიკის მასწავლებლებად მუშაობენ — ჩვილთან ერთად მივიდნენ. თვითმხილველთა თქმით, ისინი დაღლილები, თუმცა ბედნიერები ჩანდნენ.

პასუხი საზოგადოებას

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ტყუპმა ვიდეო გაავრცელ სახელწოდებით “კურთხეულები”რომელშიც წარმოდგენილია მათი ოჯახის უამრავი კადრი, თუმცა ჩვილი იქ არ ჩანს. ეს, ერთი მხრივ, პასუხად შეგვიძლია მივიჩნიოთ საზოგადოებრივ ინტერესზე, თუმცა საბოლოო სიმართლე არ ირკვევა.

ვინ არიან ჰენსელები?

  • ები და ბრიტანი ჰენსელები დაიბადნენ 1990 წლის 7 მარტს, მინესოტაში.
  • მათ იშვიათი დაავადება აქვთ — დიცეფალური პარაპაგუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სხეული ორი თავით იზრდება. მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ 50–60 ათას ახალშობილში ერთხელ გვხვდება.
  • თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი გული, ფილტვი, თირკმელები და ტვინი, თუმცა რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი და ნაწლავები საერთო აქვთ.
  • ბავშვობიდან მათ ერთად ცხოვრება და სხეულის მართვა მოუწიათ, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ შეძლეს სრულფასოვანი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

დღეს ტყუპი სკოლაში მუშაობს, უყვართ მოგზაურობა და აქტიური სოციალური ცხოვრება. ახლა კი, როგორც ჩანს, მათ დიდი ოცნება — დედობაც ახდა.

წყარო: მშობლები

Back to top button