დაპირისპირება და სროლა რესტორან „ქვევრში“ – „პირველებმა“ მომხდარის კადრები მოიპოვა - bbcnews.ge
კრიმინალი

დაპირისპირება და სროლა რესტორან „ქვევრში“ – „პირველებმა“ მომხდარის კადრები მოიპოვა

დაპირისპირება და სროლა რესტორან “ქვევრში” – პირველებმა” მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა. მასალა რესტორანში იმ დროსაა გადაღებული, როცა იქ  ბერა ივანიშვილის მეგობარი, შეიარაღებული შეიჭრა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა ბასლანძე რესტორნის მფლობელს თავს მაგიდასთან დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას ფაქტის ამსახველი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ჯერ არ ამოუღია. 

“პირველებმა” მოახერხა დაპირისპირების დეტალების დადგენაც. ირკვევა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი “ქვევრის” მეპატრონეს წილის დათმობას სთხოვდა, თუმცა ტიბუა უარზე იყო. არსებობს საჯარო რეესტრის ამონაწერიც, რომელი ადასტურებს, რომ ტიბუა “ქვევრის” 100%-იანი წილის მფლობელია. 

საჯარო რეესტრის ამონაწერი საკუთრების უფლებით 100%-იანი წილის, ასევე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ჩვენი დაცვის ქვეს მყოფი. როგორც მე ვიცი, მანამდეც სიტყვიერი უსიამოვნება იყო, კონფლიქტი მათ შორის, თუმცა ამაზე არ მინდა ვისაუბრო, რომ გამოძიებას ხელი არ შევუშალო. მანამდეც იყო მათ შორის დაპირისპირება და წუხელ უკვე მოხდა ის, რომ რესტორანში, თუ არ ვცდები, იქნებოდა ღამის 1-ის ნახევარი, რესტორანში მივიდა, მე როგორც ვიცი კადრებიდან, შეიარაღებული იყო, როგორც ვხედავდით. თანმხლები პირებიც ახლდნენ. მოიჯარე იყო (ბასლანძე) , რომელთანც შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება, – ამბობს ტიბუას ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა. რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას ადგილზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ბერა ივანიშვილის მეგობარი ლაშა ბასლანძე მიუვარდა. ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით გახსნა ცეცხლი. 

ლაშა ბასლანძე ამ დრომ თავისუფალია. ის პოლიციას ჯერ არ გამოუკითხავს.

წყარო: ტვ პირველი

Back to top button