ქართველი ჩემპიონის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა: "გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა" - bbcnews.ge
სპორტი

ქართველი ჩემპიონის ცხოვრება ტატამზე და მის მიღმა: “გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა”

ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დო­ის­ტთა ნაკ­რე­ბის წევ­რმა, 25 წლის ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ ბუ­და­პეშ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 57 კგ. წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი მომო ტა­მა­ო­კი და­ა­მარ­ცხა.

ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ,  კახა მოცარიძესთან გააგრძელა.

ეთერი 2015 და 2016 წლებში ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოში. ამავე წელს,  იჟევ­ს­კ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე მას სუპერვარსკვლავი უწოდეს. 

2024-2025 წლებში ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ-სლემის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა. 

ამჯერად უფრო ახლოს გაგაცნობთ საამაყო ქართველ ქალ სპორტსმენს და გთავაზობთ მისი ინტერვიუს ამონარიდს, რომელიც ჟურნალ “თბილისელებმა” გამოაქვეყნა: 

ეთერ ლიპარტელიანის უცნობი მხარე 

– როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი, ოცნებობდი ასეთ გამარჯვებაზე?

– მახსოვს, რვა წლის ასაკში, როცა ძიუდოზე დავიწყე სიარული, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი, თუმცა, წარმოვიდგენდი ხოლმე, რა მოხდებოდა, თუ ერთ დღეს მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი. ვუყურებდი სხვადასხვა გამორჩეული ქართველი სპორტსმენის წარმატებებს და წარმოვიდგენდი ხოლმე, როდესაც მე მივაღწევ ამას, ნეტავ, რას იგრძნობს ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ… თუმცა, გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა. თავიდან არარეალური ჩანდა, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, მე ეს მიზნად დავისახე. მივხვდი, რომ თუ სხვას შეეძლო, მეც შევძლებდი და ამისთვის ბევრი უნდა მეშრომა, თუ მინდოდა, რომ მე ისეთივე წარმატებით წარმომეჩინა ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენს ბიჭებს. ამისთვის მომიწია ჩემი ოჯახის დატოვება და სვანეთიდან ბიძაჩემთან, მალხაზ ლიპარტელიანთან ერთად წამოვედი. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში. ჩვენ ერთად მივისწრაფოდით ამ მიზნისკენ.

კითხვის გაგრძელება

Back to top button