
სინემ უნსალი – ტალანტი კავკასიური ფესვებით
თურქული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი, სინემ უნსალი, მაყურებელმა თავისი სიმარტივით, სიკეთითა და ბუნებრივი ქარიზმით მალე შეიყვარა. იზმირში დაბადებული მსახიობი თავის განსაკუთრებულობას კავკასიურ ფესვებს უკავშირებს.
- კავკასიური იდენტობა და კულტურული მემკვიდრეობა
სინემ უნსალის დედა ჩერქეზული წარმოშობისაა, ხოლო მამა – აზერბაიჯანელი. ეს შერეული ეთნიკური ფონი და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ინდივიდუალური სტილისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში.
თავად სინემს უყვარს საკუთარ თავზე თქმა: “მე ვარ კავკასიელი, გოგონა კავკასიიდან.“
ეს მისთვის უფრო მეტია, ვიდრე წარმოშობის აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ იგი თურქეთში, კერძოდ, იზმირში გაიზარდა, მისი ეთნიკური იდენტობა მისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. კითხვის გაგრძელება