“გთხოვთ”- ნინო დათაშვილის მიმართვა ვრცელდება - bbcnews.ge
პოლიტიკა

“გთხოვთ”- ნინო დათაშვილის მიმართვა ვრცელდება

„ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე, პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს.

ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე.

გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“, (თვითმმართველობის) არჩევნებს.

როგორც ბატონმა მამუკამ თვითონ ბრძანა, ეს იყო მუხანათობა.

დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში და გაუერთიანდით ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას.

რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და რომ თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.

დანარჩენ საზოგადოებას: ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება! მეტი რაღა უნდა გააკეთონ?!

გამოდით ქუჩაში! გამოდით!…

თორნიკე თოშხუას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ძაან ვნერვიულობ. მე თვითონ ვარ ცუდად, მაქვს კიდევ მორიგი (ნერვის) ანთება, ამ გაუსაძლის პირობებში. ჩემი ხათრით, ვთხოვ, რომ ჩემი ხათრით მაინც შეწყვიტოს (შიმშილობა).

ნინო დათაშვილი

მეხუთე პენიტენციური დაწესებულება

6 სექტემბერი, 2025 წელი”, – წერია წერილში, რომელიც ნინო დათაშვილის facebook-ზე ვრცელდება.

ინფორმაციისთვის,  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი.

9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა მოხდა აქტივისტ ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.

Back to top button