
ფრაზა, რომელიც ბექა ოდიშარიას მიაძახეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა – „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს” – მას ოპოზიციის აქტივისტმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ელენე ბერიკაშვილმა უთხრა.
„მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რა მიზნით გაღელვებთ ოდიშარიასთვის მიძახებული ფრაზა. ონკოპაციენტებისთვის მტკივნეული თემაა თუ ბექუნასთვის მაგის თქმა ამორალურია. პირველი ვთანხმდებით ბოდიში ჩემგან, ვისაუბროთ ონკოპაციენტების დაფინანსებაზე, მკურნალობაზე მათი ოჯახების მდგომარეობაზე. მეორე ვერ ვთანხმდებით, ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდება მისი სიკვდილი, ის ჩემთვის უბრალოდ არარაობაა და მის მიმართ არანაირი მორალი არ გამაჩნია”, – წერს ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილი.
„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს”, – ამ სიტყვებით მიმართა რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ოდიშარიას მას შემდეგ, რაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ მის მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს ოპოზიციის მხარდამჭერები დახვდნენ.